Wednesday, December 9, 2009

ფერომონები

1. პროექტის სახელი: ცხოველთა ურთიერთობის ქიმიური საფუძვლები.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ცოცხალ ბუნებაში ძალზედ მნიშვნელოვანია ცხოველების ურთიერთობის ქიმიური საფუძვლების დადგენა. აღმოჩნდა, რომ ეს დაკავშირებულია ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კლასთან-ფერომონებთან. პროექტი ეძღვნება ამ ნივთიერებათა შესახებ ინფორმაციის მოძიებას და შესწავლას.
3. პროექტის სრული აღწერა: ნივთიერებები, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ვაპირებთ არის ცხოველების ჯირკვლების მიერ გამონაყოფი ბიოაქტიური ნივთიერებები, ამიტომ საჭიროა ზოოლოგიური მონაცემების განხილვა. ცხოველთა სამყაროში ზუსტად ეს ნივთიერებები განსაზღვრავენ მათ ქცევებს - საცხოვრებელი და სანადირო ტერიტორიების მონიშვნა, გამაფრთხილებელი სიგნალების გაგზავნა. ამ მასალაზე ინტერნეტში შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვანი მასალის მიძიება.
4. მონაწილეთა ასაკი:14-16წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასში მოსწავლეთა რაღაც ნაწილმა უნდა წარადგინოს მოძიებული მასალა ფერომონებზე, დააკავშირონ ცხოველთა ცხოვრების წესთან და იმსჯელონ არის თუ არა მოძიებული მასალა ღირებული და შევიტანოთ თუ არა ის პროექტში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეთა კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება, ანალიზის უნარის ჩამოყალიბება, კომპიუტერთან მუშაობის უნარის გაღრმავება და რაც მთავარია, უზარმაზარი ინფორმაცია ცხოველთა სამყაროსა და ქიმიას შორის კავშირზე.
8. სასარგებლო სხვებისთვის: ბუნებაში მიმდინარე პროცესების გააზრება, ცხოველთა სამყაროს ურთიერთკავშირი, რომელსაც თურმე განაპირობებს ქიმიური გარდაქმნები და მისი პროდუქტი-ფერომონები.
9. სამუშაო ენა:ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი წარმოადგენს ბიოლოგია-ქიმიის საგნის ერთობლიობას.
11. პროექტის ფასილიტატორი:ელზა ნინოშვილი.
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: elzaninoshvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://elzaninoshvili.blogspot.com/